ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ავსტრიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მისი ახალი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრია J ჯგუფში იასპარეზებს. რანგნიკის გუნდი არგენტინას, ალჟირს და იორდანიას დაუპირისპირდება.
2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება. არგენტინა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. არგენტინის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდა. თამაშის ძირითადი დრო 3:3 ანგარიშით დასრულდა, მაგრამ პენალტების სერიაში არგენტინელები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ (4:2).







