ფეხბურთი

23:25 | 13.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო შანსი იყოს“ - მარკინიოსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების სურვილზე

ბრაზილიის ნაკრების მცველი და კაპიტანი, ასევე პსჟ-ში ხვიჩა კვაცხელიას პარტნიორი, მარკინიოსი მიიჩნევს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა მისი ბოლო შანსი იყოს ტიტულის მოსაგებად.

დღეს, 14 ივნისს, ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ რაუნდში მაროკოს დაუპირისპირდება. თამაში გაიმართება MetLife Stadium-ზე, აღმოსავლეთ რუტერფორდში და თბილისის დროით ღამის 2:00 საათზე დაიწყება.

„ყველა მოთამაშე, ვინც ტიტულს ფლობს, ამბობს, რომ ეჭვგარეშეა, მისი ცხოვრების უდიდესი მომენტია. თავადაც მინდა განვიცადო ეს. თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ, ეს ჩემი ცხოვრებისა და კარიერის მწვერვალი იქნება. 32 წლის ასაკში, ეს შეიძლება ჩემი ბოლო შანსი იყოს“, - თქვა მარკინიოსმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვეერდზე.

მეორე რაუნდში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჰაიტის (20 ივნისი) დაუპირისპირდება, ხოლო მესამეში - შოტლანდიას (25 ივნისი). მეორე ტურში მაროკო შოტლანდიას შეხვდება, ხოლო მესამეში (25 ივნისი) ჰაიტის.

ჯგუფური ეტაპი 11-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. გუნდები ერთმანეთს წრიული სისტემით ეთამაშებიან (თითოეული სამ მატჩს ჩაატარებს). თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი, რვა საუკეთესო მესამე ადგილზე გასულ გუნდთან ერთად, პლეი-ოფში გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17175