„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიას გუნდმა ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სერიაში ადვილად, 3:0 დაამარცხა.
„ბარსამ“ მეტოქეს მესამე მატჩი სტუმრად, 85:76 მოუგო და ყველაფერს წერტილი დაუსვა. გადამწყვეტი იყო ბოლო პერიოდი, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 11 ქულით მოიგო.
შენგელიამ 20 წუთში 11 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეში“ გიორგი შერმადინს არ უთამაშია, რომელსაც გულზე პრობლემები აქვს.
„ბარსელონა“ ფინალში „ბადალონას“ ან „ვალენსიას“ შეხვდება, სერიაში „ვალენსია“ წინაა - 2:0. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ესპანეთის ჩემპიონატი "ბასკონიას" შემადგენლობაში ერთხელ აქვს მოგებული.







