ფეხბურთი

1:39 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია: ყატარმა შვეიცარიასთან მუნდიალებზე პირველი ქულა მოიპოვა

აბსოლუტურად განსხვავებული კლასის ნაკრებები წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. შვეიცარია, ცხადია თავიდანვე აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა. ყატარი ცდილობდა მუნდიალებზე პირველი ქულა მოეპოვებინა და მოახერხა კიდეც. „ალ-სადის“ მცველმა ბუალემ ხუხიმ 90+4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მძლავრი თავური დაჰკრა და პირველი სენსაციაც გამოცხვა ტურნირზე - 1:1.

ყატარი ზედიზედ მეორედ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატებზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინა გათამაშებაში მასპინძლის სტატუსით თამაშობდნენ, ამჯერად თავდაჯერებულად გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი. ყატარი ორგზის აზიის ჩემპიონია, რომელმაც ორივე ტიტული ზედიზედ მოიგო და კვლავ ინარჩუნებს პირველობას, რადგან შემდეგი ტურნირი 2027 წლამდე არ ჩატარდება.

ფეხბურთელებს საგოლე მომენტებითაც არ გავუნებივრებივართ. თუმცა პირველი სახიფათო ეპიზოდი მოულოდნელად ყატარელებმა შექმნეს. მეორე წუთზევე ედმილსონ ჟუნიორი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დარტმა ვერ მოახერხა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. მსაჯმა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა აზიელთა კარში, რომელიც ზუსტად დაარტყა ფრანგული „რენის“ შემტევმა ბრელ ემბოლომ - 0:1.

შემდეგ თამაში უინტერესო გახდა.მომენტები თითქმის აღარ იქმნებოდა, მაგრამ კვანძი უკვე დამატებულ წუთებზე გაიხსნა. ხოხის ისტორიული გოლი თავიდანვე ვახსენეთ. ყატარელთა ბედნიერი ცრემლებიც ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ მათ ქომაგებს.

ყატარი- შვეიცარია 1:1 (1:0)

სანტა-კლარა. „ლივაის სთედიუმი“

0:1 ემბოლო (17 პენ), 1:1 ხუხი (90+4)

ყატარი: მაჰმუდ აბუნადა, მიგელი, ლაი, ალ-უი (ფატი 60), აჰმედი, ხუხი, გაბერი (ბუდიაფი 6), მადიბო (ალ მანაი 79), ედმილსონ ჟუნიორი (ჰაიდოსი 8), აფიფი, აბდურისაგი (ალაედინი 60)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

შვეიცარია: კობელი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (მუჰემი 89), ზაქარია, ჯაკა, ფროილერი (იაშარი 90), ებიშერი (რიდერი 65), ემბოლო, ნდოი (მანზანმბი 65), ვარგასი (ამდუნი 79)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

მსაჯი: საიდ მარტინესი (ჰონდურასი)

გაფრთხილება: აბუნადა (17), გაბერი (23); ზაქარია (42),

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები 4 (3)-7 (10), ბურთის ფლობა 32%-68%, კუთხურები: 3-10, თამაშგარე: 0–1, ჯარიმები: 12-11

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092353