რუბენ ამორიმი შესაძლოა, „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ნიკოლო სკირას ცნობით, „როსონერი“ პორტუგალიელ სპეციალისტს კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე სთავაზობს, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ამორიმმა მზადყოფნა გამოთქვა „მილანში“ მუშაობაზე და ახლა იტალიური გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც მანამდე ოლივერ გლასნერსაც ესაუბრებოდა.
რუბენ ამორიმი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სამაგიეროდ, მანამდე მას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა ლისაბონის „სპორტინგში“.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ გასული სეზონის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი დაითხოვა და ჯერჯერობით, მწვრთნელის გარეშეა.





