რობერტო მანჩინიმ კატარული „ალ-სადი“ დატოვა. გამოცდილმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მანჩინი თავისუფალია და ახალი სამსახურის დაწყება შეუძლია. იტალიური მედია წერს, რომ ის იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის პირველი კანდიდატია.
მანჩინი თანახმაა დაბრუნდეს „სკუადრა აძურაში“, სადაც 2018-2023 წლებში მუშაობდა. მზადაა მისთვის ოთხწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს. რობერტო ელოდება ფეხბურთის ფედერაციას, რომლის პრეზიდენტად მალე ჯოვანი მალაგოს აირჩევენ, ხოლო შემდეგ ეს ამბავიც გაოფიციალურდება.
მანჩინი იტალიის ნაკრებს 2018-2023 წლებში ედგა სათავეში და პირველი პერიოდი ბრწყინვალე იყო, როცა იტალიამ ზედიზედ 37 მატჩი არ წააგო, რაც მსოფლიო რეკორდია და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გხდა. თუმცა, მეორე ნაწილი წარუმატებელი გამოდგა - „აძური“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.





