ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ლამინ იამალის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, იამალის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, რომ პირველ ტურშიც ითამაშოს.
„ვნერვიულობდით, რადგან შეიძლებოდა ტრავმის გამო მთელი ტურნირის განმავლობაში ვერ ეთამაშა. თუმცა, ახლა ყველანი ბედნიერები ვართ, რადგან ის შესამჩნევად უმჯობესდება და მისი დაბრუნება ახლოვდება. შესაძლოა, ის პირველი მატჩისთვისაც კი მზად იყოს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი სეზონის მიწურულს დაშავდა, რის გამოც უქმობა მოუწია. ესპანეთის ნაკრები პირველ ტურში 15 ივნისს, კაბო ვერდეს ნაკრებს შეხვდება.





