ფეხბურთი

10:43 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამ თურქეთი უშანსოდ დატოვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრები დიდი ამბიციით ჩავიდა, მაგრამ სტარტი კოშმარული გამოუვიდა.

2002 წლის ტრიუმფის და ბრინჯაოს შემდეგ, თურქეთი მუნდიალზე პირველადაა, ძალიან კარგი შემადგენლობით, თუმცა, ავსტრალიის ნაკრებთან, რომელიც თითქოს, წყვილში აშკარა აუტსაიდერი იყო, უქულოდ დარჩა. ვინჩენცო მონტელას გუნდს საერთოდ არაფერი გამოუვიდა.

ავსტრალიამ ძალიან მწყობრი, გამართული ფეხბურთი ითამაშა და თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანა. 27-ე წუთზე ანგარიში ნორი ირანკუნდამ გახსნა, რომელმაც ტონი პოპოვიჩის გუნდი დააწინაურა. თურქები ფლობდნენ დიდ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობას, მეტოქეს ყველა სტატისტიკურ კომპონენტში აჯობეს, მაგრამ გარდა ერთისა და მთავარისა - გოლებში.

მეორე ტაიმის სტარტზე მონტელამ ქენან ილდიზის თამაშში ჩართვით სცადა გარდატეხის შეტანა, თუმცა, უშედეგოდ - თურქეთს ისევ არაფერი გამოუვიდა. მეტიც, 75-ე წუთზე კონორ მეტკლაფიმ სხვაობა გააორმაგა და ავსტრალიის ნაკრებმა მუნდიალი ხმაურიანად დაიწყო - 2:0.

ავსტრალია ჯგუფში აშშ-სთან ერთად ლიდერია, რომელსაც მომდევნო ტურში 19 ივნისს შეხვდება, ხოლო თურქეთის მეტოქე პარაგვაი იქნება 20 ივნისს. ამ გუნდებმა პირველ ტურში სუსტი შთაბეჭდილება დატოვეს და მათთვი პრაქტიკულად ფინალი იქნება.

ავსტრალია - თურქეთი 2:0 (1:0)

ტორონტო

ავსტრალია (5-4-1): ბიჩი; იტალიანო (გერია 74), ჩირკატი, სუტარი, ბურჟესი, ბოსი (ბეჰიჩი 84); მეტკლაფი, ონილი, ოკონ-ენგშტლერი (ირვინი 84), ირანკუნდა (ველუპილაი 61); ტურე (იენგი 74)

მწვრთნელი: ტონი პოპოვიჩი

თურქეთი (4-2-3-1): ჩაკირი; ჩელიკი (მულდური 81), დემირალი, ბარდაკჩი, კადიოღლუ; იუკშეკი (ოზჯანი 81), ჩალჰანოღლუ; გიულერი, კოკჩუ (აკგუნი 62), ილმაზი (ილდიზი 46); აკტურკოღლუ (გიული 85)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ირანკუნდა (27), 2:0 მეტკალფი (75)

გაფრთხილება: აკგუნი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 30 (8) ბურთის ფლობა: 28%72% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ხესუს ვალენსუელა (ვენესუელა)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096152