ფეხბურთი

17:20 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოელი ტალანტისთვის გრანდებმა ბრძოლა დაიწყეს

ფრანგული „ლილის“ და მაროკოს ნაკრების ტალანტის, აიუბ ბუადის მიმართ ინტერესს გრანდები იჩენენ.

ნიკოლო სკირას ცნობით, 18 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის „არსენალი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“ იბრძვიან. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „ლილი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70-80 მილიონ ევროს ითხოვს.

ბუადიმ ახლახან მაროკოს ნაკრებში თამაში აირჩია და მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ბრაზილიის ნაკრებთან ბრწყინვალედაც ითამაშა.

აიუბ ბუადი „ლილში“ 2023 წლიდან გამოდის და დღემდე 96 მატჩი ჩაატარა. მას საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მაროკოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093318