ჩოგბურთი

17:51 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ძირითად ბადეში ითამაშებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველმა იტალიელი ლორენცო სონეგო ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა. ნიკოლოზმა პირველ სეტში ერთი ბრეიკი შეასრულა, რაც საკმარისი იყო, ხოლო მეორე სეტში ზედიზედ ორჯერ დააბრეიკა მეტოქე, 4:0 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

შეხვედრაში, რომელიც საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა 4 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა, 23 ვინერსი და 20 უნებლიე შეცდომა მიითვალა.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 118-ე პოზიციაზეა და ჰალეს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში გერმანელი დიეგო დედურა 7:6, 6:3 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090062