ფეხბურთი

18:28 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ფეხბურთი მძევალია, ეს ყველაფერი სპონსორებისთვის აშენებული ოქროს გალიაა"

გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დანერგილი გამაგრილებელი პაუზა გააკრიტიკა, რითაც ფეხბურთი თითქოს, კალათბურთს ემსგავსება პაუზების მხრივ და პრაქტიკულად ორი ტაიმის ნაცვლად, ოთხტაიმიან თამაშად გადაიქცა.

როგორც კლოპმა თქვა, ეს ყველაფერი სარეკლამო კომპანიებისთვისაა და არა სიცხისგან ფეხბურთელების დასაცავად:

„ფეხბურთი მენეჯერებმა ოფისებში მძევლად აიყვანეს. გამაგრილებელი პაუზა წარმოგვიდგინეს, როგორც ფეხბურთელების დამცავი სიცხისგან, მაგრამ სინამდვილეში ეს სპონსორებისთვის აშენებული ოქროს გალიაა.

როდესაც დავინახე, როგორ იდგნენ ფეხბურთელები შესვენების დროს სიცხეში, დავფიქრდი: ვის სჭირდება სინამდვილეში მსოფლიოს ჩემპიონატი? ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს თუ რეკლამის განმთავსებლებს?

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი მდინარესავით უნდა მიედინებოდეს, სამაგიეროდ, კი ჯებირებს ვაშენებთ, რათა რეკლამა გავიდეს. ეს თამაშის სულისკვეთებისთვის საშიშია. ფეხბურთი ადრე მთავარი იყო, მაგრამ ახლა სარეკლამო შოუს ფონურ მუსიკად გადაქცევის რისკის ქვესაა. ვარსკვლავი ბურთი უნდა იყოს“, - თქვა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096053