ფეხბურთი

19:04 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

როცა შემადგენლობის წაკითხვაც კმარა

ჯერ დასკვნების გაკეთება ძალიან ნაადრევია, მითუმეტეს, მეტოქე ძალიან ძლიერი ჰყავდა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები ძალიან შორს რომ არის შესაფერის დონესთან, ეს სადავო არ არის.

მხოლოდ შემადგენლობის წაკითხვაც კმარა, რომ ბრაზილიური ფეხბურთის კრიზისში დარწმუნდე. რონალდოს, რონალდინიოს და რივალდოს დრო დიდი ხანია წავიდა, ისევე როგორც რომარიოსა და ბებეტოს. პელეს, ჟაირზინიოს, რიველინოსა და ტოსტაოს დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ბრაზილიისგან მხოლოდ სახელი დარჩა: დღეს, ბრაზილია ისეთივე შეუფერებელი გუნდია თავის ისტორიასთან შედარებით, როგორც იტალია, არც მეტი, არც ნაკლები. თამამად შეიძლება ითქვას, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ იმიტომ გადიან, რომ ათიდან შვიდი ეროვნული ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის. ევროპაში ბრაზილიას იგივე ბედისწერა დაემუქრებოდა, რაც „სკუადრა აძურას“.

მიმდინარე მუნდიალზე სულ მცირე ექვსი ეროვნული ნაკრებია, რომლებიც ბრაზილიელებზე მნიშვნელოვნად ძლიერები არიან. უფრო მეტიც, ამჟამინდელი „სელესაო“, სახელების თვალსაზრისით, შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე სუსტი იყოს.

ანჩელოტი, რა თქმა უნდა, პრესტიჟისთვისაა იქ, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ამისთვის მას ძალიან ბევრი ფული გადაუხადეს. თუმცა, იმიჯისთვის სარისკო ნაბიჯიც გადადგა: თუ ის ეპიკურ შეცდომას დაუშვებს ან მაქსიმუმ მეოთხედფინალში გავა, ყველა იტყვის: „რა აზრი ჰქონდა უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას? ფული გავფლანგეთ.

მაგრამ ვინ აიძულა ეს გაეკეთებინა?

გარდა ამისა, მან უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გამოიძახა ატალანტას ნახევარმცველი ედერსონი, რომელიც შემდეგ მხოლოდ ვესლის ტრავმის გამო გამოიძახა და სრულიად სხვა პოზიციაზე სათამაშოდ (მარჯვენა მცველად, მაშინ, როცა ცენტრალური ნახევარმცველია). ედერსონი ამ „სელესაოში“ სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს, ისევე როგორც ჟოაო პედრო უნდა ყოფილიყო, რომელიც უსამართლოდ ანჩელოტიმ განაცხადს მიღმა დატოვა.

ბრაზილიის ნაკრებს დაცვის ფლანგებზე ჰყავს ვეტერანები ალექს სანდრო და დანილო, რომლებიც კარიერის პიკში ვერ წყვეტდნენ ვარსკვლავებს, ახლა კი, როცა ეს პიკი წლებია გადაიარეს, ხომ წარმოგიდგენიათ? მაგრამ როჯერ იბანესი და დუგლას სანტოსი ნამდვილად არ არიან მათზე უკეთესები და ჩემი აზრით, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესებიც კი.

როჯერ იბანიესს არაფრით გამორჩეული კარიერა აქვს და ახლაც, საუდის არაბეთში თამაშობს, დუგლას სანტოსი კი წლებია რუსეთში თამაშობს და კარიერაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებული. წარმოგიდგენიათ ხომ ბრაზილიის ნაკრების რესურსი დაცვის ფლანგებზე, სადაც ძალიან შორის რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია გავიხსენოთ კაფუ, დანი ალვეში, მაიკონი, რობერტო კარლოსი და მარსელო... ერთადერთი, ვინც ბრაზილიის ნაკრებში დაცვის ფლანგზე ასე თუ ისე, მაღალი დონის ფეხბურთელია, ვესლი ფრანკაა, რომელიც ბედად ისე დაიმტვრა, რომ მუნდიალზე საერთოდ არ იქნება.

ნახეთ, როგორ ითამაშა მაროკოსთან ლუკას პაკეტამ? პრაქტიკულად უკვე ყოფილი მოთამაშე, უფრო სწორად, მას არც არასდროს უთამაშია ის ფეხბურთი, ბრაზილიის ნაკრების დონე რომ მოითხოვს. „მილანში“ ის სრული ფლოპი იყო, ხოლო „ვესტ ჰემში“ ფსონების გამოძიებაშიც კი მოხვდა, საიდანაც თავი დააღწია. ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის გადაჭარბებულად აფასებდნენ.

არც სხვა ნახევარმცველები ბრწყინავენ: კაზემიროს კარიერი ფინიშისკენაა, ბრუნო გიმარაეშს ტრავმები აწუხებდა. ბრაზილიის დღევანდელი ნაკრებიდან ოთხი ფიგურის გამორჩევა შეიძლება - ვინისიუსი, რაფინია და ცენტრალური მცველების წყვილი - გაბრიელი და მარკინიოსი. ძალიან ცოტაა.

ვისაუბროთ იგორ ტიაგოზე? შეუძლია თუ არა ბრაზილიელ თავდამსხმელს, რომელიც სამი წლის წინ ბულგარეთში და ორი წლის წინ ბელგიაში თამაშობდა, „სელესაოს“ შეტევას ულიდეროს? ყველაფერი ეს წელს „ბრენტფორდში“ ერთი კარგი სეზონით? ჰალკი, ფრედი და ლუიშ ფაბიანოს გამახსენდა: შეიძლება ისინი რონალდო, რომარიო ან რონალდინიო არ იყვნენ, მაგრამ მაინც ნამდვილი ფეხბურთელებ იყვნენ.

გუშინ, პირველ ნახევარ საათში, მაროკომ ბრაზილია პრაქტიკულად „დაბომბა“ ჩრდილოეთ აფრიკელები ბრაზილიელებს ჰგავდნენ და უკვე შეეძლოთ 3:0-ით დაწინაურებულიყვნენ უპირატესობის გათვალისწინებით.

ბრაზილიის გამათანაბრებელი გოლი მხოლოდ ვინისიუსი ინდივიდუალური თამაშის წყალობით მოხდა, რომელიც ამ გუნდის ერთ-ერთი იშვიათი ჩემპიონია, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ბევრი მინუსი აქვს - ფაქტია, ვინისიუსი ბრაზილიის ნაკრებში დღეს მთავარი ფიგურაა.

ან გვინდა ნეიმარის ამბავი ვახსენოთ? ნაკრებში მის გამოძახებას ყველ ითხოვდა, გასაგებია - ნეიმარი საკლუტო ფიგურაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბრაზილიელი ფანებისთვის და მართლაც, ლამაზი ისტორიაა, რომ ის კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატზეა, მაგრამ ნეიმარი დიდი ხანია პრაქტიკულად ექსფეხბურთელია. სამ წელიწადზე მეტია მას მაღალ დონეზე არ უთამაშია, ან თუ დაიწყებდა თამაშს, მაშინვე ტრავმას იღებდა. ახლაც ტრავმირებულია... რეალურად, ნეიმარი მხოლოდ კარგი სარეკლამო ფიგურაა, პრაქტიკულად ყოფილი ფეხბურთელი.

და, ბოლოს, ბრაზილიის ნაკრების 26-კაციან განაცხადში ფეხბურთელებსი გასწვრი კლუბების სახელები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: ზენიტი, ალ-აჰლი, ალ-იტიჰადი, ასევე, ბრაზილიური კლუბები.

შესაძლოა, ვჩქარობთ, ბრაზილიამ მოუმატოს და 24-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალი მოიგოს, თუმცა, ეს საერთოდ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელების დონე ბრაზილიის ნაკრების რეალურ სახეს ძალიან ჩამოუვარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170521