ფეხბურთი

20:44 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალი" მარკ კუკურელიას ტრანსფერზე შეთანხმდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი მარკ კუკურელია კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერზე კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ყველა მხარეს შორის, მათ შორის, ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმება შედგა.

„ჩელსი“ 60 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მარკი „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. „რეალისთვის“ ეს უკვე მეოთხე ტრანსფერია, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდში მანამდე დენზელ დუმფრისის, იბრაჰიმა კონატესა და ბერნარდო სილვას გადასვლაც გადაწყდა.

27 წლის მარკ კუკურელია „ჩელსიში“ 2022 წლიდან თამაშობს და 163 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ბრაიტონის“, „ხეტაფეს“, „ეიბარის“ და „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის აღზრდილია და საიდანაც მისი კარიერა დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1703