საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში „გაგრამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძლები მეცხრე წუთზე ანდრი ანდრეიჩუკის გოლით წინ გავიდნენ, რასაც მალევე ალექსანდრე ფეიქრიშვილის მეორე გოლი მოჰყვა. „დინამო“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და სიტუაცია ვერ გამოასწორა.
თემურ ქეცბაიას გუნდს მცდელობა არ დაუკლია, მეორე ტაიმში ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ „გაგრას“ მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი გაუვალი იყო, რომელმაც გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა. სტუმრების მაქსიმუმი ლეონარდუ სანტუსის პრესტიჟის გოლი იყო და „გაგრამ“ 2:1 მოიგო.
„გაგრა“ 25 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს 18 ივნისს, „სამგურალთან“ ჩაატარებს, ხოლო „გაგრა“ 20 ქულით მერვეა და „მეშახტეს“ გაეჯიბრება.
„გაგრა“ – „დინამო თბილისი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ანდრეიჩუკი (9), 2:0 ფეიქრიშვილი (32), 2:1 სანტუსი (84)





