ფეხბურთი

23:04 | 14.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კურასაოს ისტორიული გოლი და გერმანიის დომინანტური გამარჯვება

მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები დიდებულად ჩაერთო და დებიუტანტი კურასაო 7:1 გაანადგურა.

რა თქმა უნდა, კურასაო საზომი არ არის, იულიან ნაგელსმანის გუნდის რეალური ძალა უფრო მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, რომ „ბუნდესნაკრები“ ტურნირის ფავორიტთა შორის დამსახურებულადაა.

თავის მხრივ, კურასაოს ნაკრები განადგურდა, მაგრამ ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს, მაინც ქებას იმსახურებს, რადგან გოლი გაიტანა - გერმანიის ნაკრების კარში!

გერმანია ძალიან სწრაფად, მეექვსე წუთზე ფელიქს ნმეჩას გოლით დაწინაურდა, მაგრამ კურასაომ მალევე აღადგინა წონასწორობა ლივანო კომენენსიამ, რომელმაც მანუელ ნოიერის კარში აუღებელი დაარტყა. თუმცა, ამან გერმანია გააბრაზა და ალემანებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი: ნიკო შლოტერბეკმა თავით გაიტანა, მერე კაი ჰავერტცმა პენალტით აიღ მეტოქის კარი.

ფაქტი იყო, რომ კურასაო ორბურთიან ჩამორჩენას ვერ ამოქაჩავდა, პირიქით მოხდა - კიდევ ოთხჯერ გაიტანა ნაგელსმანის გუნდმა. ჯერ ჯამალ მუსიალამ დალაშქრა მეტოქის კარი, მერე ნათანიელ ბრაუნმა, შემდეგ დენის უნდავმა, მერე კი ჰავერტცმა დუბლი შეასრულა. გერმანიამ 7:1 მოიგო, მსგავსი სხვაობით მუნდიალზე პირველად მოიგო ამ ანგარიშით 2014 წლის შემდეგ, როცა ნახევარფინალში ბრაზილიას 7:1 აჯობა.

გერმანიის ნაკრები მეორე ტურში 20 ივნისს, კოტ დივუარს შეხვდება, ხოლო კურასაო 21 ივნისს, ეკვადორს დაუპირისპირდება.

გერმანია - კურასაო 7:1 (3:1)

ჰიუსტონი, NRG სთედიუმი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი (ანტონი 83), ტაა (რიუდიგერი 73), შლოტერბეკი, ბრაუნი (რაუმი 73); ნმეჩა (გორეტცკა 73), პავლოვიჩი; სანე, მუსიალა (უნდავი 64), ვირტცი; ჰავერტცი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

კურასაო (4-3-1-2): რუმი; ფლორანუსი, ბაზური, ობისპო, ფონვილი; კომენენსია, ლ. ბაკუნა, ჟ. ბაკუნა; ჩონგი (კასტანეერი 83); ლოკადია (მარგარითა 65), ჰანსენი (ანტონისი 46)

მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

გოლები: 1:0 ნმეჩა (6), 1:1 კომენენსია (21), 2:1 შლოტერბეკი (38), 3:1 ჰავერტცი (45, პენ), 4:1 მუსიალა (47), 5:1 ბრაუნი (68), 6:1 უნდავი (78), 7:1 ჰავერტცი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 26 (12) – 8 (2) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჯალალ ჯაიედი (მაროკო)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099097