მიუნხენის „ბაიერნი“ მაროკოს ნაკრებისა და პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელ ისმაელ საიბარის დაიმატებს.
როგორც ცნობილი გახდა, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და უახლოეს დღეებში საიბარი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს. ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია.
საიბარიმ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ბრაზილიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ბაიერნი“ ასევე შეუთანხმდა „აინტრახტს“ გერმანელი მარცხენა მცველის, ნათანიელ ბრაუნის ტრანსფერზე, რომელმაც საიბარის არ იყოს, მუნდიალის პირველ ტურში გოლით შეძლო თავის გამოჩენა.
ისმაელ საიბარი პსვ ეინდჰოვენში 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 142 მატჩში 42 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კარგად მან ბოლო სეზონი ჩაატარა, რომლის განმავლობაში 37 თამაშში 19 გოლით გამოირჩა.





