ფეხბურთი

2:30 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "იამალი კარგადაა, თავს იდეალურად გრძნობს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ ლამინ იამალი თავს კარგად გრძნობს და კაბო ვერდესთან თამაში შეუძლია.

თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ 90 წუთისთვის მზად არ არის, ამიტომ, მისი გამოჩენა ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ლამინი იდეალურ მდგომარეობაშია და ზუსტად მაშინ მიაღწია ამ ეტაპზე, როცა გვინდოდა. გავითვალისწინეთ ჩვენი და „ბარსელონას“ ექიმების რჩევები. მათ გვითხრეს, რომ თამაში პრობლემების გარეშე შეუძლია. ფეხბურთში არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს, ის არაა მზად 90 წუთის სათამაშოდ, მაგრამ გარკვეული ხნით მზადაა, ზუსტად რა დროით, არ ვიცი. იამალი ძალიან კარგადაა, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი, ვისაც პრობლემები ჰქონდა. თუმცა, იამალი, ვიქტორ მუნიოსი და ნიკო ვილიამსი ძირითად შემადგენლობაში არ იქნებიან“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები კაბო ვერდეს ნაკრებს 15 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09142