მსოფლიო ჩემპიონატის F-ჯგუფის მეორე მატჩს "ესტადიო BBVA"-მ უმასპინძლა, სადაც შვედეთი ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა.ამ გამარჯვებით პოტერის გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება და ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
შვედეთმა მატჩის მე-7 წუთიწუთზე შეძლეს გატანა, თავი იასინ აიარმა გამოიჩინა, მეორე გოლი ალექსანდერ ისაკმა გაიტან და 30-ე წუთისთვის შვედები 2:0 იგებდნენ. ტუნისმა პირველი ნახევრის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი კვლავ აქტიურად დაიწყო შვედეთმა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთიც გაუტანა. 59-ე წუთზე გიოკერეშმა გაიტანა, 84-ე წუთზე სვანბერგმა გაიტანა, ხოლო 90+6 წუთზე იასინ აიარმა დუბლი შეასრულა და შეხვედრაშ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 5:1.
ამრიგად F-ჯგუფს შვედეთი ლიდერობს 3 ქულით, ხოლო მეორე-მესამე ადგილს ნიდერლანდები და იაპონია იყოფენ, ტუნისი კი 0 ქულით ბოლოზეა. მომდევნო ტურში, რომელიც 20 ივნის გაიმართება შვედეთი ნიდერლანდებს შეხვდება, ხოლო იაპონია ტუნისს დაუპირისპირდება.
შვედეთი - ტუნისი 5:1 (2:1)
ესტადიო BBVA (მონტერეი)
შვედეთი: ნორდფელტი, ლაგერბიელკე, ჰიენი, ლინდელოფი, კარლსტრომი (სვანბერგი 84'), ბერნჰარდსონი (სვენსონი 90+1'), ნიგრენი (ბერგვალი 65'), აიარი, გუდმუნდსონი (სტრაუდი 65'), გიოკერეში, ისაკი (ელანგა 90+1')
მწვრთნელი: გრემ პოტერი
ტუნისი: შამახი, ვალერი (ბელჰაჯი 72'), რეკიკი, ტალბი, ბენ ჰამიდა, აბდი, ხედირა (ღარბი 83'), სხირი (აჩური 72'), მეჯბრი, საადი (ტუნექტი 72'), სლიმანი (შაუატი)
მწვრთნელი:საბრი ლამუში
გოლები: 1:0 — იასინ აიარი (7'), 2:0 — ალექსანდერ ისაკი (30'), 2:1 — ომარ რეკიკი (43'), 3:1 — ვიქტორ გიოკერეში (59'), 4:1 — მატიას სვანბერგი (84'), 5:1 — იასინ აიარი (90+6')
გაფრთხილებები: გუსტავ ლაგერბიელკე (38'), იესპერ კარლსტრომი (71'), ომარ რეკიკი (43'), ელლიეს სხირი (52'), ჰანიბალ მეჯბრი (64'), რანი ხედირა (80')
სტატისტიკა: კარში დარტყმა 13 (7) - 6 (2) ბურთის ფლობა: 49%-51 კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 3:6
ცხრილი
| შვედეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:0 | 3 |
| ნიდერლანდები | 1 | 1 | 0 | 0 | 3:1 | 3 |
| ტუნისი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 |
| იაპონია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:3 | 0 |







