UFC-ის მებრძოლები ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი სოციალურ ქსელ X-ზე ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხს გამოეხმაურნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, დამცინავი კომენტარები გააკეთეს.
ისლამ მახაჩევი - "ვინც ასე ამპარტავნულად იქცევა, ისა აუცილებლად გახდება თავმდაბალი. ამ სპორტში დონეები არსებობს და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში დანებება, ყველას არ შეუძლია. "ნამდვილი ლეგენდა". გილოცავ ჯასტინს, შენ იმსახურებ ამ ქამარს ყველაზე მეტად", - დაწერა მახაჩევმა.
რაც შეეხება, არმან ცარუკიანს, მან მოკლე კომენტარი გააკეთა - "ილია "მეტი აღარ" თოფურია",
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად დამარცხდა და საჩემპიონო ქამარი დათმო, მისი რეკორდი ახლა 17-1-ზეა. რაც შეეხება ჯასტინ გეჯის, მან UFC-ის საჩემპიონო ქამარი პირველად დაისაკუთრა.







