UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა Fredoom250-ი ღონისძიების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამარტა, სადაც მან კომენტარი ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ქართველს თვალბუდის ძვალი აქვს გატეხილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
„ის საკმაოდ მძიმედ არის დაზიანებული. ჩემი გეგმა მისთვის ისაა, რომ სახლში წავიდეს, დაისვენოს და დრო მისცეს საკუთარ თავს აღსადგენად. ეს მისთვის ძალიან მძიმე საღამო იყო. ჩემი ინფორმაციით, მას თვალბუდის ძვალი აქვს გატეხილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც დამატებით კვლევებს უტარებენ", - განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.







