სხვა

11:54 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯასტინ გეიჯი: "ილიამ ძალიან დიდი ზიანი მომაყენა, თუმცა ბრძოლაში დავრჩი,ასეთი მომენტებისთვის ვარ შექმნილი"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას დამარცხების შემდეგ არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ილიამ საკუთარი თავი თავადვე მოაქცია წნეხის ქვეშ და მეორე რაუნდში, როდესაც ნოკაუტით ვერ გაიმარჯვა, უბრალოდ გატყდა.

„როდესაც მეორე რაუნდში დასრულება ვერ მოახერხა, უბრალოდ გატყდა. მან თავადვე მოაქცია საკუთარი თავი წნეხის ქვეშ, რადგან ამბობდა, რომ სრულ დომინირებას აპირებდა და პირველ 2 წუთში გამთიშავდა. ძალიან რთული იქნება მისთვის მწვერვალზე დაბრუნება. არასდროს მქონია ისეთი აზროვნება, როგორიც მას აქვს. არასდროს მეგონა ჩემი თავი დაუმარცხებელი. ამ ბიჭზე ცუდის თქმა არ მინდა, ის მსოფლიოს ჩემპიონი იყო, მაგრამ ის ახლა საავადმყოფოშია, მე კი არა.",

"ილია ისეთი ნაზი ბიჭია, რომ სისხლმა მაშინვე შეაწუხა, შემდეგ კი, სულ ხელით ეხებოდა და ამოწმებდა. სამაგიეროდ ჩემს სახეს შეხედეთ, არაფერი მჭირს", - თქვა გეიჯიმ.

ჯასტინ გეიჯიმ ილიაზე ასევე დადებით კონტექსტშიც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქართველმა მას დიდი ზიანი მიაყენა:

"ბრძოლის წინ მეგონა, რომ შევრცხვებოდი, მაგრამ მეომარი ვარ. უნდა ვაღიარო, რომ თოფურიამ დიდი ზიანი მომაყენა, თუმცა ბრძოლაში დარჩენა მოვახერხე. ასეთი მომნტებისთვის ვარ შექმნილი, ეს ჩემი სპორტია და ეს ყოველივე ერთხელ დავამტკიცე", - განაცხადა გეიჯიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.194911