სხვა

12:55 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ამის ნახვა ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა ეს მას მხოლოდ გააძლიერებს" - კონორმა ილია დაიცვა

ილია თოოფურიას მარცხს ჯასტინ გეიჯისთან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელში არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა გამოთქვა თავისი აზრი. მათ შორის ტერნეს კროუფორდმა და კონორ მაკგრეგორმაც, ირლანდიელი კროუფორდის პოსტს გამოეხმაურა და "ელ მატადორი" დაიცვა.

ტერნეს კროუფორდი - "ეს არის ბიჭი, რომელიც ამბობდა რომ დამანოკაუტებდა და მე და შაკურს ერთად გვცემდა? (იცინის)".

მის ამ განცხადებას კონორ მაკგრეგორმა შემდეგნაირად უპასუხა:

კონორ მაკგრეგორი: "რა ჯანდაბას ამბობ? ჭიდაობა შეგიძლია, მაგრამ MMA-ის გეშინია. ეს სამარცხვინოა. ეს ბიჭი MMA-ის ბრძოლაში სცემეს, რისი გამბედაობაც შენ არ გაგაჩნია.

ილია ამ ბრძოლაში თავად დანებდა და ამის ნახვა ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა პატივისცემა დაიმსახურა და ეს ყველაფერი მას მხოლოდ გააძლიერებს", - განაცხადა კონორმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174195