ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ გაამხნევა.
„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაშში გაყიდული იყო.ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა.
დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე შინაარსის კომენტარები ვნახე.კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია.
ილია შენ აუცილებლად უფრო ძლიერი დაბრუნდები", - დაწერა ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.







