ფეხბურთი

14:57 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული გამოცემა: "ლოჩოშვილის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნიურნბერგის" ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი შესაძლოა მომდევნო სეზონში ახალ კლუბში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა kicker-მა გაავრცელა, რომელიც შემდგომ კლუბის სპორტულმა დირექტორმა იოტი ხაციალექსიუსმაც დაადასტურა.

"კაპიტანი ფაბიო გრუბერი "მაიცში" გადადის, ხოლო მისი დაცვის პარტნიორის, ლუკა ლოჩოშვილის მიმართ ინტერესიც ძალიან დიდია. შესაბამისად, "ნიურნბერგს" კიდევ ერთი მრავალმილიონიანი ტრანსფერის განხორციელების შანსი აქვს. ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა II-ის მეორე წრეში ძალიან კარგად ითამაშა და მის მიმართ ამხელა ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის, ის ორთაბრძოლების მონსტრია", - წერს გამოცემა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით კლუბის სპორტულმა დირექტორმაც გააკეთა კომენტარი:

„ჩვენ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც უფრო მაღალი დონის კლუბების ყურადღება მიიქციეს. ზარების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი", - განაცხადა ხაციალექსიუსმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ლუკა ლოჩოშვილმა გასულ სეზონში "ნიურნბერგის" მაისურით 33 მატჩში ითამაშა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095648