UFC Freedom 250-ზე მონაწილე მებრძოლებმა განსაკუთრებული ბონუსები მიიღეს, ასევე ცნობილი ხდება თუ რა თანხა გამოიმუშავეს საღამოს მთავარი ბრძოლის მონაწილე მებრძოლებმა, ილია თოფურიამ და ჯასტინ გეიჯიმ.
მხოლოდ ბრძოლისგან მიღებული ჰონორარი ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა რაც შეეხება ბონუსებს, ამ ინფორმაციას თავად UFC-ის ოფიცილური გვერდი ავრცელებს.
MMA Fighting-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ელ მატადორი“ აღნიშნული ბრძოლის შემდეგ, დაახლოებით 3.5 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო ჯასტინ გეიჯის ჰონორარი 2.8 მილიონი დოლარი იქნება.
ამ თანხას ასევე დაემატება ბონუსები, როგორც დენა უაითმა განაცხადა, ილიასა და გეიჯის ბრძოლა საღამოს საუკეთესო ბრძოლად დაასახელა და შესაბამისად ამერიკელი მებრძოლი დამატებით 825 ათას დოლარს მიიღებს, ხოლო ილია თოფურიას დამატებით 400 ათასი ერგება.
ჰონორარის გარდა, დამატებით 425 ათას დოლარს მიიღებს სირილ განიც, რომელმაც ალექს პერეირა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი გახდა. მას ეს ბონუსი საუკეთესო პერფორმანსისთვის გადაეცემა.
რაც შეეხება დანარჩენ მებრძოლებს, ყველა მათგანი დამატებით 25-25 ათას დოლარს მიიღებს, რადგან ყველა მათგანმა ბრძოლები ვადაზე ადრე მოიგო.







