ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, საბრი ლამუშის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მთავარი მიზეზი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვედეთთან განცდილი მძიმე მარცხი გახდა.
ტუნისი შვედეთთან 1:5 დამარცხდა, რასაც ფედერაციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვა.ჯერჯერობით უნცობია, თუ ვინ ჩაიბარებს ნაკრებს.
ცნობისთვის, ტუნისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში ასპარეზობს, სადაც შვედეთის გარდა მისი მეტოქეები იაპონია და ნიდერლანდები არიან.
პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს შვედეთი ლიდერობს 3 ქულით, მეორე-მესამე ადგილს იყოფენ ნიდერლანდები და იაპონია 1 ქულით ხოლო, ტუნისი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.







