ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს ძირითადი ბადის პირველივე წრეში, 1/16 ფინალში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ დანიელ ალტმაიერთან დამარცხდა. მეტოქემ პირველი სეტი 7:5 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ნიკოლოზს 6:4 აჯობა და საათსა და 26 წუთში მატჩი მოიგო.
ბასილაშვილმა 7 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაშინ, როცა მეტოქეს 13 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილ ჰალეს ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შედეგად მოხვდა.







