ფეხბურთი

20:40 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ფეიენოორდს" ისევ ჯოვანი ვან ბრონხორსტი გაწვრთნის

ჯოვანი ვან ბრონხორსტი როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

ვან ბრონხორსტი ბოლოს „ლივერპულში“ მუშაობდა, სადაც არნე სლოტის თანაშემწე იყო, რომლის გათავისუფლების შემდეგ, ნიდერლანდელიც დაითხოვს. როტერდამულ გუნდში ჯოვანის თანაშემწე სიპკე ჰულჰოფი იქნება.

ჯოვანი ვან ბრონხორსტი „ფეიენოორდს“ იდეალურად იცნობს, სადაც 1993-1998 და 2007-2010 წლებში თამაშობდა, ხოლო 2015-2019 წლებში წვრთნიდა და ერთხელ ნიდერლანდების ჩემპიონატი, ორ-ორჯერ თასი და სუპერთასი მოაგებინა. მან შემდეგ „რეინჯერსსა“ და „ბეშიქთაშშიც“ იმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158754