ბერგამოს „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა. ამჯერად ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სარიმ „ლაციო“ დატოვა და ბერგამოში რაფაელე პალადინო შეცვალა. მან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მაურიციო სარის კარიერაში უამრავ გუნდში უმუშავია, მაგრამ მათ შორის, გამოსარჩევია „ემპოლი“, „ნაპოლი“, „ჩელსი“, „იუვენტუსი“ და „ლაციო“. იტალიელს ორი ტიტული აქვს მოგებული - „იუვენტუსში“ იტალიის ჩემპიონატი და „ჩელსიში“ ევროპა ლიგა.





