„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი იქნება. იტალიური მედიის ცნობით, საბოლოო შეთანხმება შედგა.
პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიურ გრანდთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება. ამრიგად, „როსონერიმ“ მწვრთნელი, რომელსაც თითქმის ერთი თვე ეძებდა, იპოვა.
რუბენ ამორიმი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. სამაგიეროდ, მანამდე მას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა ლისაბონის „სპორტინგსა“ და „ბრაგაში“.
გარდა ამისა, „მილანში“ ტექნიკური დირექტორიც შეარჩიეს - ამ პოსტს გერმანელი მარკუს კრიოშე დაიკავებს, რომელიც აქამდე, ფრანკფურტის „აინტრახტის“ სპორტული დირექტორი იყო.





