სხვა

22:30 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "ეს დასასრული არაა, რევანში აუცილებლად იქნება"

ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ეს არ არის ისტორიის დასასრული და ამერიკელ მებრძოლთან რევანშს აუცილებლად აიღებს:

„ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი… და ასეც მოხდა. პირველივე რაუნდში მარჯვენა თვალით მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს - მარცხენაშიც. არანაირი გამართლება. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე მაქსიმალურად მზად, გამახვილებული და საბრძოლველად სრულად გამზადებული შევედი. გუშინდელი ღამე შენი იყო. ასეთია ეს სპორტი. დიდება და ტკივილი ერთმანეთის გვერდიგვერდ დადიან.

გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში. და მერწმუნe ჩვენი ისტორია ჯერ შორს არის დასრულებისგან. აუცილებლად გვექნება რევანში”, - დაწერა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092135