ფეხბურთი

23:42 | 15.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასი" ფრანგ მწვრთნელს ჩააბარეს

ლონდონის „კრისტალ პალასის“ მთავარ მწვრთნელად პიერ საჟი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე შეცვალა და ოლივერ გლასნერი შეცვალა, რომელმაც „კრისტალ პალასის“ ისტორია დაწერა.

თავის მხრივ, „ლანსში“ პიერ საჟის მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან გასულ სეზონში გუნდი ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონობაში პსჟ-ს პრაქტიკულად მთელი სეზონი ეცილებოდა, გარდა ამისა, საფრანგეთის თასიც მოიგო.

„კრისტალ პალასმა“ ბოლო ერთ წელში სამი ტიტული მოიგო - ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და კონფერენს ლიგა, მომდევნო სეზონში კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158878