ფეხბურთი

0:20 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდში" იტალიელი მწვრთნელი დანიშნეს

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად ალესიო დიონიზი დაინიშნა. ეს ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„უოტფორდს“ წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, რომლის განმავლობაში სამი მწვრთნელი შეიცვალა, მათ შორის, ბოლოს ედ სტილი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან გაუშვეს.

ალესიო დიონიზი ბოლოს „ემპოლიში“ მუშაობდა, კარიერის განმავლობაში „ვენეცია“, „სასუოლო“ და „პალერმო“ გაუწვრთნია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.131642