მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით, ევროპული ნაკრებები ძალიან ცუდად თამაშობენ.
ამ რიცხვში შედის ბელგიაც, რომელმაც აშკარა ფავორიტის რანგში ქულები ეგვიპტის ნაკრებთან დაკარგა. უფრო მეტიც, „წითელ ეშმაკებს“ თამაშის დიდი ნაწილის განმავლობაში გასათანაბრებლად ბრძოლა მოუწიათ.
ეგვიპტის ნაკრები მოჰამედ სალაჰისა და ომარ მარმუშის ლიდერობით არაფერს უთმობდა გაცილებით მაღალი კლასის მეტოქეს, ძალიან გუნდურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო.
ჰოსამ ჰასანის გუნდი მე-19 წუთზე დაწინაურდა კიდეც: ემამ აშურმა შორი მანძილიდან იმდენად ზუსტად და ძლიერად დაარტყა, რომ ტიბო კურტუას შანსი არ ჰქონდა - 0:1. ამის შემდეგ აფრიკელებმა მწყობრად დაიწყეს თავის დაცვა, კონტრშეტევაზეც რამდენიმე შანსი მიიღეს, რაც ვეღარ გამოიყენეს.
ბელგიის ნაკრები არ გამოიყურებოდა იდეალურად, თუმცა, საგოლე მომენტებს რუდი გარსიას გუნდიც ქმნიდა. ფრანგმა სპეციალისტმა 66-ე წუთზე მოედანზე რომელუ ლუკაკუ შეუშვა და რამდენიმე წამში ანგარიში გათანაბრდა. ლუკაკუსთან ორთაბრძოლაში ეგვიპტელმა მცველმა მოჰამედ ჰანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ არაფერი შეცვლილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჯგუფში ირანის და ახალი ზელანდიის ნაკრებები არიან, წესით, ეს ფრე ბელგიისა და ეგვიპტისთვისაც მისაღები შედეგი უნდა იყოს.
G ჯგუფის მეორე ტურში ბელგიის ნაკრები 21 ივნისს, ირანის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ეგვიპტე 22 ივნისს ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.
ბელგია - ეგვიპტე 1:1 (0:1)
სიეტლი, „ლუმენ ფილდი“
ბელგია (4-2-3-1): კურტუა; მუნიე, ნგოი, მეხელე, კასტანი (რასკინი 56); ონანა (დე კუიპერი 56), ტილემანსი; ტროსარი, დე ბრუინი (ვანაკენი 86), დოკუ (ფერნანდეს-პარდო 86); დე კეტელარე (ლუკაკუ 66)
მწვრთნელი: რუდი გარსია
ეგვიპტე (4-2-3-1): შუბერი; ჰანი, იბრაჰიმი, ფატი (ადელი 89), ფატუჰი (ჰაფეზი 89); ატია, ლაშენი; ზიკო (ზიზო 76), სალაჰი (აბდელკარიმი 76), აშური (რაბია 71); მარმუში
მწვრთნელი: ჰოსამ ჰასანი
გოლები: 0:1 აშური (19), 1:1 ჰანი (66, ა.გ)
გაფრთხილება: კასტანი (14), დე კუიპერი (75) - ატია (13), ფატუჰი (34)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 14 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: რამონ აბატი (ბრაზილია)
| # | გუნდი | თამაში (P) | მოგება (W) | ფრე (D) | წაგება (L) | გატანილი (F) | გაშვებული (A) | ბურთების ბალანსი (GD) | ქულა (Pts) |
| 1 | ბელგია | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 |
| 2 | ეგვიპტე | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 |
| 3 | ირანი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 4 | ახალი ზელანდია | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |







