ფეხბურთი

1:46 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაბო ვერდეს მეკარე ინსტაგრამზე ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა

კაბო ვერდეს და მის მეკარეს, ვოზინიას საოცნებო დღე ჰქონდა - მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი, ნულოვანი ფრე და მშრალად შენახული კარი ესპანეთის ნაკრებთან!

40 წლის მეკარემ, რომელიც პორტუგალიურ „შავეშში“ თამაშობს, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 7 დარტყმა მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც მუნდიალის სადებიუტო თამაშის MVP-ად აღიარეს. მატჩის შემდეგ ვოზინიამ გულდაწყვეტით აღნიშნა:

„სამწუხაროდ, თამაშზე დედაჩემიც ვერ მოვიდა ვიზის საკითხთან დაკავშირებით და იმ თანხის გამო, რომელიც უნდა გადაგვეხადა. ამის დროულად გაკეთება ვერ მოვახერხეთ“, - თქვა 40 წლის მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ ვოზინიას ინსტაგრამზე გამომწერთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. არადა, მატჩამდე, მას 100 000 გამომწერიც არ ჰყავდა.

ბრაზილიურ ტელეარხზე - Caze TV-ში პირველი ტაიმის შემდეგ თქვა: „დავეხმაროთ, რომ მას 100 000 გამომწერი ჰყავდეს“ - ეს მოწოდება გულშემატკივრებმა აიტაცეს და მატჩის დასრულების შემდეგ ორ მილიონს გადააჭარბა...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090798