ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში კაბო ვერდეს ნაკრებთან სენსაციური ფრის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ჩვენი იდეის შენარჩუნებით, შეტევების დასკვნით ფაზას გავაუმჯობესებთ. არის თამაშები, სადაც შეგიძლია ბევრი რამ შექმნა და გამოიმუშავო, მაგრამ გოლს მაინც ვერ გაიტან. კაბო ვერდე ძალიან ორგანიზებული გუნდია. თავიდანვე დავინახეთ მათი დაბალი ბლოკი, გვიჭირდა შექმნა, მაგრამ მომენტები მაინც გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის სწრაფი მოძრაობა გვაკლდა. არის შემთხვევები, როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა, დღეს ასე იყო. ვცდილობდით, გოლის გატანის ყველაზე სწრაფი გზა აგვერჩია, მაგრამ შესაძლოა ეს სწორი გზა არ იყო.
მიზანია, ნიკო უილიამსს და ლამინ იამალს სათამაშო დრო მივცეთ, რათა ნელ-ნელა ფორმაში შევიდნენ და მომდევნო მატჩებისთვის მზად იყვნენ“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
H ჯგუფის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრები 21 ივნისს, საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო კაბო ვერდე 22 ივნისს, ურუგვაის გაეჯიბრება.







