ფეხბურთი

9:26 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაიმ საუდის არაბეთს ვერ აჯობა

2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის პირველი ტურის მატჩი საუდის არაბეთსა და ურუგვაის შორის ფრედ 1:1 დასრულდა. თამაში „ჰარდ როკის“ სტადიონზე (მაიამი, ფლორიდა, აშშ) გაიმართა.

საუდელთა მცველმა აბდულა ალ-ამრიმ ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა. ურუგვაელმა მაქსი არაუხომ მე-80 წუთზე გაათანაბრა.

საუდელები მეტოქის ზეწოლას არ ნებდებოდნენ და დიდი ხნის განმავლობაში მაქსი არაუხოს შორეული დარტყმა, ერთადერთ შედარებით სახიფათო შესაძლებლობად რჩებოდა.

ამრის გაზრდილი აქტივობისთვის ურუგვაელები მზად არ აღმოჩდნენ. პირველ შემთხვევაში, მის გასროლას მუსლერას შესანიშნავი მოგერიება მოჰყვა. მაგრამ კანოს დარტყმისას მეკარემ უხეიროდ ითამაშა და ალ-ამრიმ დამატებაზე გაიტანა. ბევრს ალბათ გაახსენდებოდა რომ საუდის არაბეთმა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინასთან გამარჯვებით გახსნა. სტატისტიკოსებმა საინტერესო ფაქტი აღნიშნეს: ურუგვაი მსოფლიო ჩემპიონატებზე ტაიმის შემდეგ თვრამეტიჯერ ჩამორჩა ანგარიშით 0:1 და 12-ჯერ დამარცხდა.

შემდეგ სამხრეთამერიკელებმა დაუნდობლად შეუტიეს. უგარტეს დარტყმა ძელს მოხვდა, ბუნებრივია, ეს ეპიზოდი დასამახსოვრებელი იყო. თუმცა საბოლოოდ, კიდევ ერთი საჰაერო შეტევა არაუხოს გოლით დასრულდა.

დამატებულ დროში ალ-ოვაისს რამდენიმე წარმოუდგენელი მოგერიება რომ არა, ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა. ახლა მეორე თამაში ურუგვაისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცევა.

საუდის არაბეთის ნაკრები მეორე რაუნდში (21 ივნისი) ესპანეთს, ხოლო მესამე რაუნდში (27 ივნისი) კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. ურუგვაი მეორე ტურში (22 ივნისი) კაბო-ვერდეს შეხვდება, ხოლო მესამე რაუნდში (27 ივნისი) ესპანეთს.

საუდის არაბეთი - ურუგვაი 1:1 (1:0)

1:0 ალ-ამრი (41), 1 :1 არაუხო (80)

საუდის არაბეთი: ალ-ოვაისი, ალ-ამრი, ალ-ტამბაქტი, ალ-არბი (ლაჯამი 90), აბდულჰამიდი (ჰეჯი 90), ალ-ჰაიბარი, კანო, ს. ალ-დაუსარი, აბულშამატი (ალ-ბუშალი 81), ალ-ჯუვაირი (ნ. ალ-დაუსარი 63) ალ-ბურაიკანი (ალ-ჰამდანი 90)

მწვრთნელი: იორგოს დონისი

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, ოლივერა, ვინა (სანაბრია 46), ვარელა, უგარტე (დე ლა კრუზი 72), ბენტანკური, ვინასი (აგირე 90), არაუხო (როდრიგესი 81), ვალვერდე, ნუნიესი (კანობიო 46)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: მაურიციო მარიანი (იტალია).

გაფრთხილება: ალ-ამრი (44)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები 3 (3)- 10 (19), ბურთის ფლობა 33%-67% კუთხურები: 4-14, თამაშგარე: 0–6, ჯარიმები: 6-11

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168292