ფეხბურთი

10:11 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირანი ახალ ზელანდიას დაუზავდა

მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო დღე ფრეების აღმოჩნდა. ირანმა და ახალმა ზელანდიამ ესპანეთისა და კაბო-ვერდეს მიერ დამკვიდრებული ტენდენცია განაგრძეს და გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს პირისპირ შეხვედრაში.

მეტიც, ლოს-ანჯელესში გამართული თამაში ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, სულ მცირე, გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, რასაც მატჩის დაწყებამდე თითქმის არავინ იწინასწარმეტყველებდა. ირანი ფავორიტი იყო, მაგრამ ახალმა ზელანდიამ თავიდანვე გააკვირვა მაყურებელი, სწრაფად გახსნა ანგარიში ჯასტის გოლით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ოკეანეთის წარმომადგენელი სრულად დომინირებდა. მხოლოდ ნახევარი საათის გასვლის კვალად მოახერხეს ირანელებმა თანდათანობით თამაშის გამოსწორება და გათანაბრება. რეზაიანმა გაიტანა გოლი. სპარსელებმა თითქოს თამაში აიღეს ხელში, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში პირველი ნახევრის სცენარი განმეორდა: ახალი ზელანდიელების პირველივე ეფექტური შეტევა კვლავ შედეგიანი აღმოჩნდა. ჯასტმა დუბლი მიითვალა, ვუდმა კი მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, დარენ ბეიზლის გუნდმა კვლავ ვერ შეძლო ლიდერობის შენარჩუნება. ირანელებმა სწრაფად გაათანაბრეს ანგარიში. მოჰები, რეზაიანის ჩაწოდებას ყველაზე ადრე გამოეხმაურა და თავით გადაგზავნა ბურთი კარში. თამაშის ბოლოს სპარსელმა „ბორჯღალოსნებმა“ უფრო მწვავედ შეუტიეს და მეტოქეზე მეტი ზეწოლა სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. საბოლოოდ - 2:2.

ირანი - ახალი ზელანდია 2:2

ლოს-ანჯელესი. „სოუ-ფაი“.

0:1 ჯასტი (7), 1:1 რეზაიანი (32), 1:2 ჯასტი (54), 2:2 მოჰები (64)

ირანი: ბეირანვანდი, ხალილზადე, ნემათი, მოჰამადი, რეზაიანი, ეზათოლაჰი, გოდოსი (ჰაჯსაფი, 65), იუსეფი (გაიედი, 46), მოჰები, ტარემი (ჰოსეინზადე, 80), მოგანლუ (ალიპური, 53)

მწვრნელი: ამირ გალენოი

ახალი ზელანდია: კროკომბი, ბოქსოლი, სარმანი, კაკასე (ოლდი 68), პეინი (ელიოტი 78), ბელი, სტამენიჩი (ბინდონი 90), სინგჰი (რანდელი 90), ჯასტი, მაკკოვატი (თომასი 68), ვუდი

მწვრთნელი: დარენ ბეიზლი

მსაჯი: სეზარ არტურო რამოსი (მექსიკა)

გაფრხილება: ჰაჯსაფი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) 14(8), ბურთის ფლობა: 48%-52%, კუთხურები: 4-1, თამაშგარე: 2-0, ჯარიმები: 8-10

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097977