ფეხბურთი

11:07 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ მზადაა ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა წარადგინოს

„მილანი“ კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმის დასანიშნად ემზადება.

The Athletic-ის ცნობით, 41 წლის სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრის შემცვლელის მთავარი კანდიდატია და კლუბი გარიგების დასრულებასთან ახლოსაა. ამორიმი იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ოფიციალური განცხადება შესაძლოა მალე გაკეთდეს.

ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ წლეულს, 5 იანვარს დატოვა, რის გამოც უმუშევარი დარჩა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე ის ლისაბონის „სპორტინში“ მუშაობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088578