ირანის ეროვნულმა ნაკრებმა შეერთებული შტატები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ახალ ზელანდიასთან მატჩის (2:2) დასრულებისთანავე დატოვა, იტყობინება ჟურნალისტი რომენ მოლინა სოციალურ ქსელ X-ზე. თამაში ინგლვუდში, SoFay სტადიონზე გაიმართა.
წყაროს ცნობით, თავდაპირველად ირანელები ღამის გათევას ლოს-ანჯელესში აპირებდნენ და მეორე დღეს მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრებოდნენ. ირანის ეროვნული ნაკრების ბაზა მექსიკაში, აშშ-სთან საზღვარზე მდებარეობს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში იმართება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება.







