ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ხუმრობით შესთავაზა თავი ირანის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელად. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ, ოფიციალური პირი ირანელთა გასახდელში ჩავიდა. მან მოთამაშეებს მხარი დაუჭირა რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე. ხოლო გამოსვლის ბოლოს ინფანტინომ ირონიულად შესთავაზა თავი თავდამსხმელად.
„თუ თქვენი მწვრთნელი თანახმა იქნება, შემდეგ მატჩში თავდამსხმელად შემიძლია ვითამაშო (იღიმის)“, - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ ირანელები მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში იმართება, შეერთებულ შტატებთან პოლიტიკური კონფლიქტისა და მტრული ურთიერთობების მიუხედავად ტურნირზე ჩავიდნენ. პირველ მატჩში ირანმა ახალ ზელანდიასთან ფრედ ითამაშა (2:2).







