ფეხბურთი

16:18 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლანსი" ტოპმიოლერს ჩააბარეს

ფრანგული „ლანსის“ მთავარ მწვრთნელად დინო ტოპმიოლერი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

45 წლის გერმანელსა და „ლანსს“ შორის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

დინომ სახელი „აინტრახტში“ გაითქვა, რომელსაც 2023-2026 წლებში ავარჯიშებდა. მოგეხსენებათ, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელს, კლაუს ტოპმიოლერის ვაჟია.

„ლანსს“ აქამდე პიერ საჟი წვრთნიდა, რომელმაც ლონდონის „კრისტალ პალასი“ ჩაიბარა. საჟის ხელმძღვანელობით „ლანსმა“ გასულ სეზონში საფრანგეთის თასი მოიგო და ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ პსჟ-ს ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093055