ფეხბურთი

18:55 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბიელსა: "მოდელი არ ვარ, კამერებთან პოზიორობა არ მჭირდება"

ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი მარსელო ბიელსა საუდის არაბეთის ნაკრებთან მატჩის (1:1) შემდეგ, გაბრაზდა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ფიფას სარეკლამო ფოტოებს.

ბიელსა ფოტოებში არ უყურებს კამერას, არამედ თავი დაბლა აქვს დახრილი, რისი მიზეზის დასახელებაც მას ჟურნალისტმა მოსთხოვა, მაგრამ არგენტინელისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„ახსნა-განმარტების გაკეთება არ მჭირდება, ფოტო ისეა გადაღებული, როგორც გადაიღეს. მე მოდელი არ ვარ. ეს რა შეკითხვაა?! არსებობს ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ავხსნა. არაფერია ცუდი სათვალის ტარებაში, ვინმეს თვალებში ყურებაში ან ქვემოთ ყურებაში. არ არის საჭირო ვიყოთ მოდელები უსაფუძვლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - თქვა ბიელსამ.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი არცთუ იდეალურად დაიწყო და საუდის არაბეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხს გადაურჩა - ფრე 1:1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162899