საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „იბერიას“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვა.
ქართულ გუნდს პირველ წრეში თამაში ესტონეთის ჩემპიონთან - ტალინის „ფლორასთან“ მოუწევს.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7-8 და 14-15 ივლისს გაიართება. პირველ შეხვედრას თბილისური გუნდი სტუმრად ჩაატარებს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში „იბერია“ 21-22 და 28-29 ივლისს ითამაშებს, ხოლო თუ ამ ბარიერს ვერ დაძლევს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
აქვე გეტყვით, რომ „იბერია“ შარშან კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე სწორედ ესტონურ გუნდთან დამარცხდა, ოღონდ - „ლევადიასთან“.





