ფეხბურთი

19:30 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეჰდი ტარემი: "ძალიან სტრესული სიტუაციაა, ფიფა უფრო მეტად უნდა დაგვეხმაროს"

ირანის ნაკრების ფეხბურთელმა მეჰდი ტარემიმ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ახალი ზელანდიის ნაკრებთან (2:2) ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ფიფამ უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი ირანის ნაკრებს, რადგან კარგი არ არის, როცა გუნდი მხოლოდ თამაშის დღეს ჩადის კონკურეტულ მასპინძელ ქალაქში:

„ფეხბურთელებისთვის ძალიან სტრესული სიტუაციაა. მცირე მხარდაჭერა გვაქვს. ვფიქრობ, ფიფას შეეძლო უკეთ ემართა მდგომარეობა. დაღლილები ვართ, ბოლო თვეებში ბევრი პრობლემა გვქონდა, უბრალოდ მშვიდობა და სიხარული გვინდა, ფიფას ლოზუნგი ეს არაა? ლოს ანჯელესის სასწრაფოდ დატოვება მოგვიწია, ჩვენთვის ეს კარგი არ არის. ვფიქრობ, ფიფა უფრო მეტად უნდა დაგვეხმაროს“, - თქვა ტარემიმ.

შეგახსენებთ, რომ ირანის ნაკრები მექსიკაში დაბანაკებული, აშშ-ში მხოლოდ მატჩის დღეს ჩადის და მისი დასრულებისთანავე ქვეყანას ტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096188