ფეხბურთი

20:16 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა

უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, სამივე ქართულმა გუნდმა, რომლებიც ამ ტურნირზე გამოვლენ, შეიტყვეს მეტოქეების ვინაობა:

ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე აზერბაიჯანული „ზირა“ იქნება, რომლის რიგებში ქართველი ფეხბურთელები გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი თამაშობენ. პირველი მატჩი აზერბაიჯანში გაიმართება, საპასუხო - ქუთაისში.

„დინამო თბილისს“ მეტოქედ ლუქსემბურგის „მონდორფი“ ერგო. „დინამოც“ ჯერ სტუმრად ითამაშებს და მერე შინ.

გორის „დილასაც“ არ ჰყავს ძლიერი მეტოქე - სან მარინოს „ვირტუსი“. პირველი მატჩი გორში შედგება, მეორე სან მარინოში.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9-16 ივლისს გაიმართება. 17 ივნისს შედგება მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა წინსწრებით და ქართული გუნდებიც პოტენციური მეტოქეების ვინაობასაც შეიტყობენ, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 23-30 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც, სადაც „იბერიას“ მეტოქე ესტონეთის ჩემპიონი, ტალინის „ფლორა“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155193