კაბო ვერდეს ნაკრების ფეხბურთელმა ვოზინიამ განაცხადა, რომ ესპანეთთან მატჩს (0:0) დედამისი ვიზის გამო ვერ დაესწრო, რადგან ვერ გადაიხადეს მისთვის საჭირო ფული:
„თამაშის შემდეგ ვიტირე, რადგან ბავშვობაში ბებია-ბაბუასთან გავიზარდე და ისინი აქ ვერ იყვნენ. ისინი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ. დედაჩემიც ვერ იყო აქ ვიზის გამო და იმ თანხის გამო, რომელიც ამ ბარათის გადახდას სჭირდებოდა. ამის დროულად გაკეთება ვერ მოვახერხეთ“, - თქვა ვოზინიამ.
შეგახსენებთ, რომ კაბო ვერდესა და ესპანეთის მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო ვოზინიამ 7 სეივი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.







