ფეხბურთი

22:53 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ნიდერლანდელ მცველს 60 მილიონად დაიმატებს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ნიდერლანდების ნაკრებისა და „ბრაიტონის“ მცველს, იან პოლ ვან ჰეკეს დაიმატებს.

პირადი კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე შეთანხმებულია. კლუბებს შორისაც მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და „ტოტენჰემი“ „ბრაიტონს“ 26 წლის მცველში 60 მილიონ ევროს გადაუხდის.

იან პოლ ვან ჰეკე „ბრაიტონში“ 2022 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. კარიერის განმავლობაში უთამაშია „ბრედაში“, „ჰერენვეენსა“ და „ბლექბერში“, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159887