ფეხბურთი

23:27 | 16.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გორის „დილამ“ „სპაერს“ უმასპინძლა, რომელიც 3:1 დაამარცხა.

რამაზ სოლოღაშვილის გუნდმს ზედიზედ სამი მარცხი და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც როგორც იქნა, დაასრულა.

ლაშა მენთეშაშვილის გოლით „დილა“ დაწინაურდა, რასაც ტამის მიწურულს თემურ ცალუღელაშვილმა უპასუხა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში „დილამ“ მოიპოვა გარდამტეხი უპირატესობა. მენთეშაშვილმა ეფექტური დარტყმით ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი, ხოლო მატჩის მიწურულს აბდულმალიკ ოლატუნჯიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დილას“ 23 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 21 ქულით მერვე საფეხურზეა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება.

„დილა“ – „სპაერი“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მენთეშაშვილი (14), 1:1 ცალუღელაშვილი (44), 2:1 მენთეშაშვილი (65), 3:1 ოლატუნჯი (82)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166339