ფეხბურთი

1:48 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს რეკორდების საღამო

კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატი ფანტასტიკურად დაიწყო - სენეგალის ნაკრებთან დუბლით, რითაც თავისი გუნდის გამარჯვება განაპირობა (3:1).

მბაპეს გოლების გარდა, რეკორდების საღამო ჰქონდა: ის გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. კილიანს „მამლებში“ 99 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი და ოლივიე ჟირუ უკან მოიტოვა, რომელსაც 2011-2024 წლებში 137 თამაში დასჭირდა 57 გოლის გასატანად.

გარდა ამისა, მბაპე საფრანგეთის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირია - 14 გოლით. მან გადაასწრო ჟუსტ ფონტენს, რომელმაც 1958 წელს ითამაშა მხოლოდ მუნდიალზე და მაშინ 13 გოლი გაიტანა.

ფონტენს გაუსწრო, ისევე, როგორც პელეს და ლიონელ მესის, გაუთანაბრდა გერდ მიულერს, ერთადერთი გოლით ჩამორჩება ბრაზილიელ რონალდოს და ორით მიროსლავ კლოზეს - ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირებში.

ასე რომ, ორი გოლიც და მბაპე კლოზეს რეკორდს გაიმეორეს, სამიც და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარიდირ გახდება, ეს ყველაფერი 27 წლის ასაკში...

კილიან მბაპე მესამედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და წინა ორ შემთხვევაში ფინალი ითამაშა, ორივეში გოლები გაიტანა. 2018 წელს ოქროს მედალი მოიგო, 2022 - წელს ვერცხლის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092532